კომპანიის შესახებ


დაცვის კომპანია "ალგანი" უკვე 12 წელია რაც წარმატებით აწარმოებს საქმიანობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. ამ დროის მანძილზე, ჩვენ შევიძინეთ და ვაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს წამყვან კომპანიებთან და ფიზიკურ პირებთან.

ჩვენ მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ პირადად თქვენი და თქვენი საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, დასმული მიზნების მიღწევაში. დროში გამოცდილი საშუალებებით – სპეციალისტთა მაღალპროფესიული გუნდისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის სინთეზით. ეს სწორედ ის ფორმულაა, რომლითაც ჩვენ ვაღწევთ წარმატებას და მზად ვართ გაგიზიაროთ თქვენც.

ჩვენ ვართ კომპანია მდიდარი გამოცდილებით როგორც საკუთრების დაცვის სფეროში, ასევე პირადი თუ ოჯახის დაცვის უზრუნველყოფაში, რაზეც მეტყველებს განვლილი 12 წლის მანძილზე ათასზე მეტ კლიენტთან წარმატებულად განხორციელებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანები.

დაცვის კომპანია "ალგანი", სწორედ ის ფირმაა, რომელიც ფლობს საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას შესაძლო სახიფათო მოვლენების პრევენციისთვის და თავიდან აცილების , როგორც ფიზიკურ პირებთან, ისე კომპანიებთან მიმართებაში.

"ალგანი", ამ წარმატებას აღწევს მაღალი სტანდარტებით დაწესებით თანამშრომელთა შერჩევისას, როგორც მცველებში, ისე ადმინისტრაციაში; აგრეთვე უახლესი ტექნოლოგიური ბაზის გამოყენებით.





ისტორია


დაცვის კომპანია "ალგანი" დაფუძნდა 2004 წელს . დაცვის  სფეროში "ალგანი"-ს მთლიანმა გუნდმა შეიძინა მუშაობის მდიდარი გამოცდილება. მონაწილეობა აქვთ მიღებული ბევრ მნიშვნელოვან  ღონისძიებებში, რომელთა წარმატებულად განხორციელებამ კომპანიას მოუტანა საიმედო პარტნიორის სახელი...
წლიდან წლამდე "ალგანი" იხვეწდა სახელს.. იძენდა ცოდნას, გამოცდილებას..  ანვითარებდა ტექნიკურ ბაზას..  კომპლექტდებოდა პროფესიონალებით..        ინარჩუნებდა და ხვეწავდა მომსახურეობის ხარისხს...
კომპანია თავის განვითარების გზაზე არაერთგზის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში..  რამდენიმე წელია უსასყიდლოდ იცავს გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმს და სხვა მნიშვნელოვან ძეგლებს.. დამსახურებული აქვს რამდენიმე მადლობის წერილი მუნიციპალიტეტიდან...

შპს "ალგანი" უკვე 12 წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სადაზღვეო კომპანიებთან, სადაც მაქსიმალურად ვაზღვევთ როგორც თქვენ რისკებს ასევე ჩვენი თანამშრომლების ჯამრთელობას.. სწორედ ასეთმა პოლიტიკამ განაპირობა ჩვენი მომხმარებლის სრული საიმედობა და დაცულობა ყველა შესაძლო პრობლემისგან...

კომპანიის მოღვაწეობას გამოარჩევს მომსახურეობის მაღალი ხარისხი, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დაცვითი სისტემები, პროფესიონალი კადრები და თანამედროვე მართვის პრინციპების გამოყენება...

შპს "ალგანი" – მ თავის მოღვაწეობის განმავლობაში არაერთიგზის გაუწია ფინანსური დახმარება წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობას. უკვე 4 წელია ყოველთვიურად შესაწირებთან ერთად ჩვენ ვაფინანსებთ ტაძართან არსებულ სასწავლო კლასებს..





ლიცენზია