სიახლეები

დაცვის კომპანია ალგანი სისხლის ცენტრალური ბანკის რეგულარული დონორი გახდა 2021-07-01

მხარეებს შორის გაფორმებული  მემორანდუმის თანახმად  ალგანის გუნდის წევრები სისტემატიურად მიიღებენ მონაწილეობას ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სისხლის უანგარო დონაციაში.

დონაციის პირველი ეტაპი უკვე  განხორციელდა  თბილისსა და სამტრედიაში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, უსაფრთხო სისხლის საკმარისი და საიმედო მოწოდების უზრუნველყოფა  მხოლოდ რეგულარული, უანგარო დონორთა სტაბილური ბაზის შექმნის გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული დონორები წარმოადგენენ დონორობისათვის ყველაზე უსაფრთხო ჯგუფს, ვინაიდან სისხლით გადამდები ინფექციების გავრცელების მაჩვენებელი მათში დაბალია.

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას