ჩვენ შესახებ

ისტორია

დაცვის კომპანია ალგანი 2004 წელს იურისტ ალექსანდრე გაგნიძის და ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძის მიერ დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორთფოლიო 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მისია

დავამკვიდროთ პირადი და კორპორატიული უსაფრთხოების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები საქართველოში

 

ხედვა

ვიყოთ უსაფრთხოების ურზუნველყოფის თანამედროვე სერვისების საუკეთესო მიმწოდებელი ქვეყანაში

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას