სერვისები

სიგნალიზაცია

სიგნალიზაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის კლასიკური და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. ჩვენ ვახორციელებთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სიგნალიზაციების სისტემების ინსტალაციას, შემდგომ მომსახურებასა და მონიტორინგს. სერვისი ერთნაირად მოსახერხებელი და საიმედოა როგორც კერძო ბინისათვის, ისე ოფისისა, თუ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ობიექტებისათვის. სერვისის მოწოდებამდე ჩვენი გუნდი შეისწავლის თქვენი ობიექტის სპეციფიკაციებს, საჭიროებებს და ამის შემდეგ შექმნის სიგნალიზაციის ინდივიდუალურ სისტემას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება, მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: 

· წვდომის კონტროლის საშუალებები
· შეღწევის დეტექტორები
· სახანძრო სისტემები 
· მსხრევის დეტექტორები
· გარე პერიმეტრის სენსორები


სერვისი მოიცავს სპეციალურ ტრენინგს, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი დაეუფლება სიგნალიზაციის სისტემის გამოყენების უნარ-ჩვევებს.



 

 

საგანგაშო ღილაკი

ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი საშუალება. საგანგაშო ღილაკის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერის საფრთხის დადგომისას, ნებისმიერ დროს. თქვენ შეგიძლიათ, დააჭიროთ ხელი ღილაკს, როდესაც შეამჩნევთ საფრთხეს. ღილაკიდან მომენტალურად გაიგზავნება სიგნალი ალგანის სწრაფი რეაგირების ჯგუფთან. სპეციალური რეაგირების ჯგუფები პარტულირებენ 24 საათის განმავლობაში ყოველდღე, რაც მინიმუმამდე ამცირებს სიგნალის გაშვებიდან ობიექტამდე მისვლის დროს. ჩვენ გთავაზობთ ორი ტიპის საგანგაშო ღილაკს:

კაბელიანი საგანგაშო ღილაკი  დამონტაჟდება თქვენთვის სასურველ და ხელმისაწდომ ნებისმიერ ადგილზე. რათა საფრთხის შემთხვევაში ადვილად შეძლოთ ჩვენი ოპერატიული ჯგუფის გამოძახება. 

უკაბელო საგანგაშო ღილაკი ძალიან მოსახერხებელია დაცული ობიექტის ტერიტორიაზე თან სატარებლად, ან შესანახად.  ღილაკზე ერთი დაჭერით ჩვენი სპეციალური რეაგირების ჯგუფი უმოკლეს დროში გაჩნდება თქვენს ობიექტზე. 

ცოცხალი ძალა

უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნივერსალური სერვისია ცოცხალი ძალა. მომსახურება გულისხმობს ნებისმიერი ობიექტისა თუ ღონისძიების აღჭურვას ალგანის დაცვის თანამშრომლებით. ჩვენი დაცვის წევრები ფლობენ შესაბამის მომზადებას, ცოდნასა და გამოცდილებას, რათა უზრუნველყონ თქვენი ობიექტის სიმშვიდე და უსაფრთხოება. 
ცოცხალი ძალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტებზე: სურსათის მაღაზიებში, ქსელურ სუპერმარკეტებში, ტანსაცმლის მაღაზიებში, ტექნიკის მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ოფისებში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში და ა.შ. 

პირადი დაცვა

პირადი დაცვა უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული სერვისია. პირადი დაცვის თანამშრომლებს გავლილი აქვთ ალგანის სპეციალური წვრთნები, საქართველოს ძალოვანი უწყებების შემოწმება და ფლობენ შესაბამის სერთიფიკატებს. პირადი დაცვის სერვისი გულისხმობს დასაცავი სუბიექტის სპეციალური საჭიროებების და საქმიანობის თავისებურებების წინასწარ შესწავლას და დაცვის ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავებას. სპეციალურად მომზადებული, გამოცდილი ოფიცრები ნებისმიერ ფასად დაიცავენ პიროვნების უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში.

ღონისძიების უსაფრთხოება

ჩვენ  უზრუნველვყოფთ სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბების ღონისძიებათა უსაფრთხოებას. ეს სერვისი გულისხმობს ივენთის მხარდაჭერას ცოცხალი დაცვით, მეტალის დეტექტორებით, ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოკონტროლის სისტემებით. ღონისძიებაზე სერვისის მორგება ხდება ინდივიდუალურად, საჭიროებების, მასშტაბების, შინაარსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ნებისმიერი ხასიათის, ქრონომეტრაჟის და მოცულობის ღონისძიება, როგორიცაა: კონცერტი, კონფერენცია, კერძო წვეულება, გახსნის და დახურვის ცერემონიები, ფესტივალი, გამოფენა, სპორტული ღონისძიებები, საქველმოქმედო ღონისძიებები, სადღესასწაულო ბაზრობები და სხვა. 

ტვირთის გაცილება

ჩვენ გთავაზობთ ექსკლუზიურ სერვისს უსაფრთხოების ურზუნველყოფის სფეროში.  საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს იმას, რომ ქვეყანა არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო რეგიონი. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იმატა ქვეყანაში მოძრავმა შიდა და საერთაშორისო ტვირთებმა. ტვირთის გაცილების სერვისი არის უნიკალური მომსახურება, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას. ჩვენი სპეციალური ოპერატიული ჯგუფი თქვენს ტვირთს დანიშნულების ადგილამდე ავტომანქანით მიაცილებს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოდ გადაადგილებას. სერვისი გულისხმობს ტვირთის უსაფრთხოების დაცვას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას. 

ვიდეოკონტროლი

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში წამყვანი ბრენდების ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ უზრუნველვყოფთ ვიდეოთვალთვალის სისტემების ინსტალაციას და დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში შემდგომ მომსახურებასა და მონიტორინგს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც კერძო ბინებზე, ისე ოფისებსა თუ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე. ვიდეოკონტროლის სისტემა იქმნება ინდივიდუალურად, ობიექტის სპეციფიკაციებისა და მასშტაბების გათვალისწინებით, წინასწარი ანალიტიკური დათვალიერების შემდეგ. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეს სერვისი სამართავად მარტივია. ინსტალაციის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, აკონტროლოთ თქვენი ობიექტი ინტერნეტის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 

GPS კონტროლი

სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ გთავაზობთ GPS კონტროლის სერვისს, რაც გულისხმობს თქვენს კუთვნილ ავტოტრანსპორტზე სანავიგაციო ბლოკების დამონტაჟებას, პანიკის ღილაკით აღჭურვას და 24 საათიან მომსახურებას. GPS სისტემის მიზანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.  

ამ მომსახურებით თქვენ შეგიძლიათ: 

•    მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს, ინტერნეტის გამოყენებით მიიღოთ მონაცემები ავტოტრანსპორტის მდებარეობის და მოძრაობის  სიჩქარის შესახებ
•    მიიღოთ მონაცემები ავტოტრანსპორტის მიერ დროის მოცემულ მონაკვეთში გავლილი გზის, მანძილის, სიჩქარის, მოძრაობის დროის, გაჩერების პერიოდების შესახებ;
•    მიიღოთ ავტოტრანსპორტის მიერ საწვავის მოხმარების მონაცემები
•    შეზღუდოთ ავტოტრანსპორტის სიჩქარე
•    საჭიროების შემთხვევაში გააჩეროთ/დაბლოკოთ ავტოატრანსპორტი


სერვისი გულისხმობს სრული კონფიდენციალურობის გარანტიას. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ მოგენიჭებათ მომხმარებლის უნიკალური სახელი და პაროლი, რომელთა გამოყენებითაც შეძლებთ, აკონტროლოთ ზემოთ აღნიშნული პროცესები ინტერნეტთან დაკავშირებული ნებისმიერი კომპიუტერიდან. 
 

 

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას