situs togel online situs toto togel online situs togel online resmi daftar situs togel online
ალგანი

სიახლეები

ალგანი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია გახდა 2021-10-12

დაცვისა და უსაფრთხოების კომპანია შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში, ალგანმა ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs).

ალგანი გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე თუ საზოგადოებაში.

ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ რეალობა, სადაც ქალების ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური და დაფასებული. გენდერული ბალანსის დაცვა ჩვენ სფეროში განსაკუთრებით რთულია, თუმცა გვეამაყება, რომ ჩვენი კომპანიის დაფუძნების დღიდან, ქალების მონაწილეობა და ჩართულობა ორგანიზაციის ყველა რგოლში ძალიან მაღალია.

ალგანი პირველი ქართული დაცვის კომპანიაა, რომელმაც უსაფრთხოების სფეროში ქალები დაასაქმა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ კურსს და უკვე გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად დავგეგმავთ და განვახორციელებთ აქტივობებს ქალთა გაძლიერებისთვის.

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას