ჯარისკაცების მხარდაჭერის პროგრამა - „მხარი მხარს“

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების მხარდაჭერის პროგრამის - „მხარი მხარს“ ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს „ალგანი ჯგუფისა“ და „ბონჯორნოს“ ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარი მხარს“ გულისხმობს, რომ სამინისტრო, შეიარაღებული ძალები გვერდში უდგანან საზოგადოებას და საზოგადოებაც გვერდში უდგას ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა კი ბიზნესმენების მიერ იმ ადამიანებზე ზრუნვაში გამოიხატება, რომლებმაც ქვეყნის სამსახურს საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს.

დაცვის კომპანია "ალგანი" მზად არის დაასაქმოს ჩვენი დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები. შეხვედრაზე ჯარისკაცების მხარდაჭერისა და დასასაქმებელი პირების გადამზადების საკითხებიც განიხილეს.