სიახლეები

ალგანი შეუერთდა კამპანიას #მეტისიცოცხლისთვის 2019-05-01

დაცვისა და უსაფრთხოების კომპანია ალგანი შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ კამპანიას "მეტი სიცოცხლისთვის", რომლის მთავარი მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, პრობლემის სიმწვავის საზოგადოებამდე მიტანა, მოქალაქეებში ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამაღლება და სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოების კუთხით ჩატარებული და დაგეგმილი პროექტებისა და რეფორმების კომუნიკაცია.

კომპანია ალგანი, როგორც ადამიანის სიცოცხლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კომპანია ათვითცნობიერებს პრობლემის სიმწვავეს და უერთდება აქტივობას #მეტისიცოცხლისთვის.

 

ერთად ავამაღლოთ სამოქალაქო ცნობიერება საგზაო უსაფრთხოებისთვის.

ერთად შევამციროთ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევები და მის შედეგად დაზარალებული ადამიანების რიცხვი.

შემოგვიერთდი შენც!  https://formore.life

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას