სიახლეები

ალგანი მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად 2020-04-15

დაცვის კომპანია ალგანი და მისი გუნდი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანიას შეუერთდა და დიდუბის რაიონის გამგეობას 100 სასურსათე კალათა გადასცა.

 

მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ნობათი, სააღდგომო ნაკრებით, საკვები პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით შეიკრა.

ნობათი 100 დიდუბელს ალგანის გუნდის წევრებმა, გამგეობის თანამშრომლებმა და „წითელი ჯვრის“ მოხალისეებმა გადასცეს, რომელთაც უსაფრთხოების მიმართულებით სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი.

ინიციატივა არის ალგანის კონტრიბუცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში.

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას