სიახლეები

„Mercedes-Benz Fashion week Tbilisi“-ის უსაფრთხოებაზე ალგანმა იზრუნა 2019-05-06

2 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამართული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ღონისძიების უსაფრთხოებაზე დაცვის კომპანია ალგანმა იზრუნა.

5 ლოკაცია, 48 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი და მაღალი მოდის ქართველი თაყვანისმცემლები. თბილისში გამართულ მოდის კვირეულებს შორის ყველაზე მასშტაბური მოვლენის პარტნიორი ტრადიციულად ალგანი გახდა.

სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ვერის პარკის საკალათბურთო დარბაზში, დინამოს სტადიონზე, აეროპორტის ანგარსა და ზურაბ წერეთლის მონუმენტთან გამართული ჩვენებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცოცხალი ძალით, პროფესიონალმა დაცვის თანამშრომლებმა მოახდინეს.

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას