situs togel online situs toto togel online situs togel online resmi daftar situs togel online situs togel online
ალგანი

სიახლეები

თანამედროვე დაცვის ტექნოლოგიები 2018-07-18

თანამედროვე დაცვის ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში თანდათან უფრო სწრაფად შემოდის, ამის მიზეზია საზოგადოების მუდმივი ინტერესი უსაფრთხოების ინოვაციურ სისტემებთან დაკავშირებით.

2018 წლიდან სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ ,,სმარტ - სახლებისა და სმარტ - ქალაქების'' შესახებ.
მათი თქმით სისტემის დანერგვის შემდეგ ჩვენი სახლები გახდება გაცილებით უფრო გონიერი. წარმოიდგინეთ, რომ სახლიდან გასვლისას თავისით ჩაქრება შუქი; გამოირთვება, ან შემცირდება კონდიცირება და გათბობა. სახლში შესვლისას, სახის ამომცნობი ტექნოლოგია გვიცნობს და არ ჩაირთვება სიგნალიზაცია; თავისით გაიღება კარი და აინთება შუქი. რაც შეეხება, ,,სმარტ-ქალაქებს'', ხალხმრავალ ადგილებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების რაოდენობა გაიზრდება, რომელიც სამართალდამცავებს თავიანთ საქმიანობაში დაეხმარება (ნიუ-იორკში უკვე არის ამის პრეცედენტი); გაჩნდება გაცილებით მეტი სენსორი, რომელიც ჰაერის, ნიადაგის, თუ მდინარის წყლის დაბინძურებას გააკონტროლებს; გამრავლდება სენსორები, რომელიც ამოიცნობს ცეცხლსასროლი იარაღის ხმას და პოლიციას შეატყობინებს; მომრავლდება ,,სმარტ-სადგომები'', რომელიც მძღოლს თავისუფალ ადგილს მოუძებნის და მას პარკირებაში დაეხმარება და ა.შ.

ჩვენ ვიცავთ

სიამაყით წარმოგიდგენთ იმ წარმატებულ ბიზნესებს, რომლებიც ჩვენ გვანდობენ თავიანთ უსაფრთხოებას