ბორჯომის ტყეპარკის გადასარჩენად





დაცვის კომპანია ალგანმა კამპანია „აღადგინე“-ს ფარგლებში ბორჯომის ტყეპარკის გადასარჩენად 700 ხე დარგო!

2008 წელს, ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა 250–მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. კვლევებმა დაადგინეს, რომ ხანძრის შემდეგ, ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია და აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ჩარევა ტყის სრული რეაბილიტაციისთვის. სწორედ ამიტომ, დაცვის კოპმანია ალგანი შეუერთდა ამ ინიციატივას და ბორჯომის ტყის გადასარჩენად 700 ხე დარგო. 20 აპრილს ალგანის თანამშრომლებმა აქციის ორგანიზატორებთან ერთად ბორჯომის ტყეში სიმბოლურად ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

გავერთიანდეთ ბორჯომის ტყის გადასარჩენად!