ახალი მემორანდუმი - მხარი მხარს

თავდაცვის სამინისტრო და დაცვის კომპანია "ალგანს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში "ალგანი" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს შეღავათიანი პირობებით სხვადასხვა პოზიციებზე დაასაქმებს.

აღნიშნული პროცესი  დაწყებულია, რამოდენიმე მსურველმა უკვე გაიარა გასაუბრების პირველი ეტაპი და უახლოეს მომავალში მოხდება მათი დასაქმება.