„ალგანსა“ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი





დღეს დაცვის კომპანია „ალგანსა“ და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი. მემორანდუმის თანახმად, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ  დაცვის სპეციალისტის პროფესიულ სტანდარტებს.


აღნიშნული მიზნების მისაღწევად,  დაცვის კომპანია „ ალგანი“ უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის სპეციალისტის გამოყოფას, ხოლო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი – შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.