დაცვის კომპანია „ალგანი“ ევროაზიულ გამოფენაზე



23-27 ოქტომბერს დასავლეთ ჩინეთის ქალაქმა ჩენგდუმ უმასპინძლა მე-14 საერთაშორისო გამოფენას, სადაც
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ წარდგენილი იყო დაცვის კომპანია „ალგანი“.

ორგანიზატორები: ჩინეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, ევროაზიული ეკონომიური გაერთიანება, საერთაშორისო
ვაჭრობის ინსტიტუტი; რუსეთის მწარმოებელთა გაერთიანება...

გამოფენაზე კომპანია „ალგანი გაეცნო დაცვითი სისტემების ახალ ტექნოლოგიებს, გაუმჯობესებულ ნავიგაციის
სისტემებს, თანამედროვე სენსორებს თუ დეტექტორებს, ციფრულ და ანალოგურ კამერებს...

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უსაფრთხოების სისტემების მწარმოებლებთან.