დაცვის კომპანია „ალგანი“-ს მორიგი ქველმოქმედება

დაცვის კომპანია ”ალგანი” კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებებს, ამ წელს უკვე არაერთგზის იღებს მონაწილეობას სოციალურ პროექტებში. შპს ალგანმა იაშვილის სახ. კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკთან გააფორმა მემორანდუმი;  ”ალგანის” პირადი შემადგენლობა ყოველთვიურად  გაიღებს სისხლს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვების გადასარჩენად.

დაცვის კომპანია “ალგანმა” 2013 წელი ქველმოქმედების წლად გამოაცხადა და ყოველთვიურად საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კომპანიამ ამ წელს უკვე აიღო ვალდებულება დააფინასოს პარაკონეს ფედერაცია და უნარშეზღუდული ბავშვების სპორტში ჩართულობა..

“ალგანში” უკვე 500-მდე დასაქმებულია, რომელთა უმრავლესობა უკვე წლებია ერთგულად ემსახურება საქართველოს მოსახლეობისა და მისი ბიზნესის  დაცულობას, უსაფრთხოებას. კომპანია თავის რიგებში აქტიურად ასაქმებს როგორც ყოფილ სპორტსმენებს ასევე მზრუნველობა მოკლებული ახალგაზრდებს..